„შემდეგი კვირიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქსელი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დამატებით, ვაქცინაციის 78 ცენტრი გაიხსნება.
„უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი და საერთო ჯამში, საქართველოში იქნება 178 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“. – განაცხადა მინისტრმა.