LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, აშშ-ი, გაერთიანებული სამეფო – კრემლი რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნებს ასახელებს

103
saq

საქართველო რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში – ასეთი ვერდიქტი კრემლის მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა გამოიტანეს.

“Россия 1-ის” პირდაპირ ეთერში, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

ამავე ჩამონათვალში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მოხვდნენ –  ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.

რუსი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი განწყობები ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენის დამსახურებაა.

 

 ანტირუსული პროპაგანდის ხელშემწყობ ქვეყნებში არიან: საქართველო, აშშ-ი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და ჩეხეთი.

თოქშოუ “60 წუთში”, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერებმა საფრანგეთისა და გერმანიის საკითხიც განიხილეს.

ოფიციალურ მოსკოვს ჯერჯერობით უჭირს განაცხადოს, არიან თუ არა დასახელებული ქვეყნები რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილები.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკო მიკელსენმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” უკვე მიმართა ოფიციალურ ბერლინსა და პარიზს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ნათლად და შეურთდნენ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g