LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი თითოეული ნაბიჯი გადადგმულია საქართველოს საკეთილდღეოდ, დაწყებულ დიალოგსაც წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე“ – „ალტ ინფო“ კრემლთან

112
Untitled design (1)

პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, სოციალურ ქსელში მოსკოვში გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს.

მორგოშია: ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავდივარ, ძირითადად იქ ვიცხოვრებ

როგორც მორგოშია აცხადებს, პარტიის წევრები რუსეთში დაწყებულ დიალოგს წარმატებით მიიყვანენ ბოლოდმდე:

„ჩვენი თითოეული ნაბიჯი, არის საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული. ჩვენი ღრმა რწმენით, დაწყებულ დიალოგსაც წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე“, – წერს მორგოშია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერები ამჟამად იმყოფებიან რუსეთში, სადაც  ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

„ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან, ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან.

საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებას და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება“, – წერდა მახარაძე.

„ტკბილო კოტიკო” ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში?“ – სოფო ჭყონია ალტ-ინფოს დამფუძნებლის ბრალდებას პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები