LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეჩი ამბობს, რომ ყოფილი შეყვარებული, ელენ დეჯენერესი მას სექსუალურად ჩაცმას უკრძალავდა

533
annhech

მსახიობი ენ ჰეჩი ამბობს, რომ ელენ დეჯენერესთან მისი ურთიერთობა გამოწვევებით იყო სავსე, წყვილი ერთმანეთს 1997- 2000 წლებში ხვდებოდა და 51 წლის ჰეჩი ამ ურთიერთობაზე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა. მსახიობი ამბობს, რომ ტელეკომპანიამ Fox მას დეჯენერესთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩენა აუკრძალა და კონტრაქტის გაუქმებით დაემუქრა. ჰეჩი სიამაყით აღნიშნავს, რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს დამოკიდებულებები ერთსექსიანი წყვილების მიმართ მკვეთრად შეცვლილია.

ჰეჩმა ასევე ისაუბრა ელენ დეჯენერესის ცუდ ხასიათზე. მაგალითად გაიხსენა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი მას სექსუალურად ჩაცმას უკრძალავდა. ჰეჩმა 1998 წლის „ოქროს გლობუსი“ ცერემონია გაიხსენა, როცა ის ხავერდის მოსაცმელით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. ენ ჰეჩი ამბობს, რომ ამ თემაზე დეჯენერესთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g