LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი TESLA-ს ელექტრომობილები იქნება

128
tesla-model-s-raven-2

2 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია aicar-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს 2019 წლის TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად  მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზეა იქნება ორიენტირებული.

ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ. ტაქსები არის ეკოლოგიურად სუფთა და საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი.

ელექტრომობილების დამუხტვა ქუთაისის აეროპორტში დამონტაჟებულ სპეციალურ დასამუხტ სვეტებზეა შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ კომპანია კომპანია aicar-ს ელექტონულ მისამართზე [email protected] ან ტელეფონის ნომრებზე: 032 2 110 499;  579 747 722

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g