LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვარ, რომ გენიალური ადამიანი დავკარგეთ, მიხარია, რომ მასთან მეგობრობა მაკავშირებდა – ტურაშვილი

518
dato da kaxi

მწერალმა, დათო ტურაშვილმა მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი წასვლა კაცობრიობისთვის დიდი დანალისია.

„ძალიან დიდი ადამიანი იყო. მისი წასვლა საქართველოსთვის და კაცობრიობისთვის ძალიან დიდი დანაკლისია იმიტომ, რომ კახი კავსაძე თავისი შემოქმედებითა და ნიჭით მთელს დედამიწას ეკუთვნოდა“. – თქვა მან.

მწერალმა კახი კავსაძეს შესრულებული როლების, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი გენიალური ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ მიხარია, რომ მასთან პირადი ურთიერთობაც მქონდა და მეგობრობა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი კახი, როგორც მას უწოდებენ. მადლობა ყველა როლისთვის, ყველა სიკეთისთვის და იმ სითბოსთვის, რაც ყველას ახსოვს მისგან”, – განაცხადა ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g