უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში twiterr-ში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს.
“ამ საკითხების გადადება “მოგვიანებით”, “რაღაც დღეს”, “10 წელი” უნდა დასრულდეს. ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე პოზიტიურად უყურებს”, – წერს ზელენსკი.