LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: გამოფენა „მეხსიერების ფრაგმენტები“ – წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა

164
4

ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა. ინფორმაციას ჭავჭავაძის სახლ-მუხეუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გამოფენა „მეხსიერების ფრაგმენტები“, რომელიც სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებს აერთიანებს, ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.

პარალელურად, წინანდლის ისტორიულ ბაღში ფარაჯანოვის შემოქმედების ინსპირაციით უტა ბექაიას მიერ შექმნილი პერფორმანსი გაიმართა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების თვალწინ მეხსიერების ფრაგმენტები გააცოცხლა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენა ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

magti 5g