თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!
ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო.
მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის!
ხსოვნა და პატივი მეორე მსოფლიო ომის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას!“ – აღნიშნულია კახა კალაძის გვერდზე „ფეისბუქში“.
წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.