ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
მომხდარ ფაქტს ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს:
“ფრესკაა.
ბევრი სიმბოლოა და მოდი ამოვიცნოთ.
● მარცხნივ კუთხეში – ბიჭი ხელს იფარებს პირზე. რას უნდა ნიშნავდეს ?
● მარცხნიდან მეორე – სრულიად გულგრილი სასულიერო პირი. სავარაუდოდ მსგავსი სურათი ბევრჯერ უნახავს.
● მამაკაცი წითელი ჯემპრით – დაუდგენელია, რა ემოციას გამოხატავს.
● შუაში – კიდევ ერთი სასულიერო პირი. ეს ემოციაც საიდუმლოდ რჩება.
● მთავარი დეტალი – მღვდელმთავარმა განგმირა ჟურნალისტი.
● ფრესკაზე არ ჩანს ჯიპი, რომელიც იქვე დგას. არც ესაა შემთხვევითი. სიმბოლური ჩანაფიქრია – ისედაც იგულისხმება”.