LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო – TDI

117
BeFunky-collage

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიტროპოლიტი ანტონის მხრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს,  რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

როგორც TDI-ში აღნიშნავენ, საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე, ხოლო ხელისუფლება მსგავს ფაქტებზე თვალს ხუჭავს.

აუცილებლად დადგება დრო და ამის გამო, დაისჯებით - ჟურნალისტი მეუფე ანტონს

"მთავარი არხის" ჟურნალისტს გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა, მეუფე ანტონმა ეპარქიაში გადაადგილება აუკრძალა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება”.- ნათქვამია განცხადებაში.

ბევრი სიმბოლოა და მოდი ამოვიცნოთ – ვახო სანაია ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება

 

magti 5g