LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერ- მინისტრი „ფაზიერის” აღმასრულებელ დირექტორს დღეში 30-ჯერ ურეკავდა, ღამის 3 საათზეც – რატომ აირჩია „ფაიზერმა“ ისრაელი?

205
page

„ფაიზერის” ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის. უამრავი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, დღემდე ელის დამატებითი დოზების მიღებას. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში „ფაიზერის“ მხოლოდ 29 250 დოზა შემოვიდა. სრულიად საპირისპირო სურათია ისრაელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ „ფაიზერისა“ და ,,ბიონტექის“ გერმანულ-ამერიკული ვაქცინით აცრეს.

რამდენიმე დღის წინ „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ისრაელის მე-12 არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობდა მიზეზი, რის გამოც ,,ფაიზერმა“ მასობრივი ვაქცინაციისათვის სწორედ ისრაელი აირჩია. როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინაციასთან ერთად, „ფაიზერი“ აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს, ამიტომ ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი ეძებდა ქვეყანას, რომელსაც თითქმის მთელი მოსახლეობისათვის საჭირო დოზებს მისცემდა. ეს უნდა ყოფილიყო ქვეყანა შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობით, რომელსაც ექნებოდა ჯანდაცვის სისტემაში არსებული მონაცემების  გამართული ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ისრაელის გარდა ასეთი სხვა ქვეყნებიც იყო, თუმცა ბურლას თქმით, გადამწყვეტი როლი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დამოკიდებულებამ ითამაშა.

„ფაზიერის” აღმასრულებელმა დირექტორმა მედიას განუცხადა, რომ  ნეთანიაჰუ მას დღეში 30-ჯერ ურეკავდა, ხანდახან ღამის საათებშიც და თანამშრომლობას სთხოვდა. „ბატონმა პრემიერმა ერთხელ ღამის სამ საათზეც დამირეკა და მთხოვა სხვადასხვა ვარიანტები განგვეხილა“– განუცხადა ბურლამ მე-12 არხს.

საბოლოოდ, ნეთანიაჰუს შრომა დაუფასდა. ამ დროისათვის ისრაელი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპით ერთ-ერთი ლიდერია. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული და დიდი ნაწილის შემთხვევაში, ეს „ფაიზერის“ ვაქცინაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g