LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 1704-მა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა

125
daketilia-closed

2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე, საქართველოში 1704-მა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა, – შესაბამის სტატისტიკას ანალიტიკურ პორტალ Bia.ge-ზე დაყრდნობით “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქმიანობა დროებით 4 688-მა იურიდიულმა პირმა შეაჩერა.

„2020 წლის მარტი, აპრილი, მაისის მაჩვენებლების მიხედვით, თითოეულ თვეში კომპანიების სრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი იყო თვეში 108 კომპანია, ხოლო 2021 წლის მარტი, აპრილის მაჩვენებლების დინამიკის მიხედვით, ერთ თვეში კომპანიების სრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი არის თვეში 124 კომპანია“, – აცხადებენ Bia.ge-ში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის Bia.ge-ზე რეგისტრირებულია 51 413 კომპანია, საიდანაც მცირე ზომის არის – 76%; საშუალო – 18% და მსხვილი – 6%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g