LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ავიაკომპანიამ გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

136
bigstock-tbilisi-georgia-227603977-990x556

ქართულ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისში” 2021 წლის 31 დეკემბერს გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. შესაბამისი განაცხადი კომპანიამ გასული წლის ბოლო დღეს დაარეგისტრირა. განაცხადს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას სხვადასხვა მხარის მიმართ 175 მილიონი ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

განჩინებიდან ასევე ირკვევა, რომ COVID-19-მა და საზღვრების ჩაკეტვამ ავიაკომპანია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. შედეგად, “ჯორჯიან ეარვეისს” ვალდებულებების მომსახურება აღარ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტს აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით, ამისთვის „ჯორჯიან ეარვეისი“ მომგებიანი მიმართულებებით ფრენების გაგრძელებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები