LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომპანიები აღარ გაკოტრდებიან – ახალი კანონპროექტი მუშავდება

98
Bankruptcy-vs-Liquidation

საქართველოს მთავრობარეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებკანონპროექტს განიხილავს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აიცილონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორის დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ეს მოუტანს სარგებელს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება. ეს პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებითვის სიკეთეს“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები