ენმ-ს თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების ინტერესის საგანი მისი ფიზიკური ცვლილება გახდა.
ყველა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ს თავმჯდომარემ საპატრიმროში ყოფნის დროს წონაში 24 კილოგრამი დაიკლო.
ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები – როგორ.
“სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი, დღეში მხოლოდ ერთხელ,დღისით ვჭამდი. იქ რომ შევედი ქამარი და თასმები მომხსნეს და რომ გამოვედი, ქამარი გავიკეთე, მაგრამ გინდ გეკეთოს, გინდ არა. ეს შარვალი მეცვა, რომ დამიჭირეს და ქამრის გარეშე ვერ ჩაიცვამ”. – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
ნიკა მელიამ საპატიმროში 2 თვეზე მეტი გაატარა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
მან ციხე გუშინ დატოვა. ენმ-ს თავმჯდომარეს რუსთავში მდებარე საპყრობილესთან ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ.