“ახლა, როდესაც ნიკა მელია თავისუფალია, ენმ-მ პარლამენტში ადგილები უნდა დაიკავოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და მათი საჭირო რეპრეზენტაცია უზრუნველყოს,” – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა განაცხადა.
ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე მან “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა და ეს ფაქტი დადებითად შეაფასა.
“კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ მისი გირაოს გადასახდელად ევროკავშირის ნება გახდა საჭირო. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მ პარლამენტში ადგილები უნდა დაიკავოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და მათი საჭირო რეპრეზენტაცია უზრუნველყოს”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
მისი თქმით, დროა საქართველოში ის კრიზისი, რომელიც თებერვალში, “ქართული ოცნების” მესვეურებმა შექმნეს,”ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს.
“ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს”, – განაცხადა კრამერმა.