LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში 4-დან 6 კვირამდე ძლიერი „ლოქდაუნი“ შემოიღო: ამირან გამყრელიძე

515
გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში 4-დან 6 კვირამდე ძლიერი „ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით“, თუმცა ასეთი მკაცრი „ლოქდაუნის“ გამოცხადება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ Forbes Health-თან საუბრისას გააკეთა.

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

magti 5g