ქართველი შემსრულებლების უმეტესობა ახალი წლის ღამეს ცენტრალურ საახალწლო ღონისძიებაზე იყო დაკავებული. მათმა უმეტესობამ, სიცივის მიუხედავად, 31 დეკემბერს სცენაზე გამოსასვლელად, თხელი გამოსასხლელი სამოსის მორგება გადაწყვიტა. ძირითადად, თეთრი და შავი ფერები დომინირებდა. როგორც ყოველთვის განსაკუთრებული იყო ნანი ბრეგვაძის ჩაცმულობა, მომღერალმა წითელი გრძელი კაბა მოირგო, მაკა ზამბახიძემ და სოფო გელოვანმა არჩევანი თეთრ ფერსა და კაბებზე შეაჩერეს, ვერიკო ტურაშვილმა – შავ მოტკეცილ შარვალზე… შეგიძლიათ, ფოტოები თავად გადაათვალიეროთ.