„აშშ შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„პატივისცემა ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს, უარი თქვას კორუმპირებულ მთავრობაზე. თქვენ აშშ-ისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ შესაბამის დროს!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის, თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.