LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჭაჭუა: „იმდენი ხანია, მარტო ვარ…“

1560

სალომე ჭაჭუა ჟურნალ „თბილისელებთან“ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს. მოცეკვავე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, მარტოა, მაგრამ ეს დისკომფორტს არ უქმნის.

ცხოვრება მაშინაც რქებით გაგაქვს, როცა საქმე პირად ცხოვრებას, ემოციებს ეხება?

ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. უბრალოდ, იმდენი ხანია, მარტო ვარ, რომ ასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ ღირებულებების გადაფასება მოხდა. ეს მხოლოდ წარსულიდან არ მომდინარეობს. მეც ვგრძნობ, რომ გავიზარდე, სხვანაირად შევიცვალე. მე ეს სალომე უფრო მეტად მომწონს.

მარტო ვარო და ეს კარგია თუ ცუდი?

პერიოდია ისეთი, რომ მარტო ვარ. განსაკუთრებული არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ურთიერთობა გავაგრძელო. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობ, როცა ის გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ანუ მეორე ნახევარი.

როგორი ადამიანი გჭირდება გვერდით?

არანაირი მოთხოვნები არ მაქვს და არც წარმოდგენილი მყავს. ერთი რამ ვიცი: ურთიერთობა უნდა აეგოს და ჩამოყალიბდეს ნდობაზე – ეს არის მთავარი. ნებისმიერი ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. როცა ურთიერთობაში ნდობა და პატივისცემაა, მერე აიგება ურთიერთობა და იქნება ხანგრძლივი, სამუდამო. უზომოდ თბილი ვარ და ყველანაირ ურთიერთობაში, როგორ სითბოსაც გავცემ, იმავეს ვითხოვ. თუ ვერ ვიღებ ანალოგიურ სითბოს, უკან ვიხევ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g