არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ფაიზერის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. ცნობისათვის, მოზარდებში, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენების შესახებ ნებართვა რამდენიმე დღის წინ აშშ-მაც გასცა.