თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობიტ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.