LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

92
gfjtjsf

აშშ-ს პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორში განადგურდა შენობა, რომელშიც საერთაშორისო მედიასაშუალებების, კერძოდ „ალ ჯაზირასა“ და „ესოშიეტიდ პრესის“ ოფისები იყო განთავსებული.

ისრაელმა ღაზას სექტორში​ “ალჯაზირასა” და “ესოშიეთიდ პრესის” შენობა დაბომბა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მისი ურყევი მხარადჭერისთვის.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

ბაიდენისა და აბას სატელეფონო საუბრის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორში 139 ადამიანი ემსხვერპლა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები