LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო საკუთარ ნამღერზე თავადაც ხალისობს

193

ქეთათო ჩარკვიანის სიმღერამ ახალი წლის დღეებში მთელი სოციალური ქსელი მოიარა. მას კრიტიკოსიც ბევრი გამოუჩნდა და დამცველიც, მათ შორის, ცნობილ ადამიანებს შორის. წერდნენ, რომ ქეთათომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები არ უნდა შეასრულოს და სხვას მისცეს ამის საშუალება. ასეთი აზრიც გამოითქვა, რომ ქეთათო არ არის პროფესიონალი ვოკალისტი და მღერის ისე, როგორც შეუძლია.

ახალ წელს შესრულებული „მოდი“ ქიუბების ავტორებისთვის ნამდვილი შთაგონების წყაროდ იქცა და სხვადასხვა სახის ქიუბი გავრცელდა, ქეთათომ კი საკუთარ გვერდზე ყველაფერი გააზიარა, მათ შორის, საკუთარი ნამღერიც და ასევე გვერდის „სარკაზმი“ ფოტო, სადაც მას ავტოსადგომის მეთვალყურის ფორმა აცვია.

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g