LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინით 89 260 პირია აცრილი, სრულად ვაქცინირებულია 14 643 ადამიანი

76
Untitled design (5)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 89 260 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ვაქცინა გაიკეთა 738-მა ადამიანმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 14 643 ადამიანი.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 93 ათასზე მეტი მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 504 და გამოჯანმრთელდა 2 038 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

magti 5g