LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მოვუწოდებთ, დამკვირვებლის როლიდან გამოვიდეს, მისი ფუნქცია ძალადობის აღკვეთაა: ბოკერია

62
გიგა ბოკერია

“მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან, მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა და აღკვეთა სწრაფად.” – ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ინეტრესებისა და სამოქალაქო თანხმობისთვის.

საზოგადოება კი საათების განმავლობაში უყურებს ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ, ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმიტომ, რომ თანამშრომლებს შესაბამის დავალებებს არ აძლევს:

“პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან, მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა და აღკვეთა სწრაფად. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ ისინი, როდესაც საქმე ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა აქციაზე შეშის შეტანის გამო იღებდნენ უმკაცრეს ზომებს და აკავებდნენ ადამიანებს სწრაფად. ახლა ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა, იმიტომ, რომ არ აძლევს შესაბამის დავალებებს პოლიციელებს.

ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია; ეს პოლიტიკური ამოცანებისთვის ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენების შედეგია – იმ პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი ეწევა. ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში, წლების განმავლობაში ფართოდ იყო გამოყენებული.” – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, როცა ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს აღვივებ, როცა ორგანიზებულ დანაშაულთან ხარ შეკრული და როცა კრიმინალს და ძალადობას იყენებ არჩევნებზე, შემდეგ იღებ ატმოსფეროს, როცა შეიძლება ყოფითი ინციდენტი ასეთ ვითარებაში გადაიზარდოს. 

შეგახსენებთ, დმანისში ვითარება გუშინ დაიძაბა – თანასოფლელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს კანონის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

mazda magti 5g