LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია – მარიამ კუბლაშვილი

50

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, მიიჩნევს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურად არის ჩადებული. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების სახლთან განუცხადა, ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია.

ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მას სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთერთი არის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.

თვითმხილველი არავინ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ, რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდგომ შეიყვანეს მისი მამა ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი საქმეზე გამოძიების მუხლის გაფაკვალიფიცირებას მოითხოვს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები