LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ურთიერთობა ახსნადი არ უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს ის, რაც გიზიდავს… ჩვენ ერთად არ ვჩნდებით და ხალხს ძალიან უკვირს…“ – ლევან ხურციას მეუღლეს მხარდაჭერისთვის ემადლიერება

113
ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი

„დილა მშვიდობისა საქართველო“ შინ ესტუმრა მსახიობ ლევან ხურციასა და მის მეუღლეს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს.

მარიამი ოჯახთან ერთად გადამღებ ჯგუფს სამზარეულოში დახვდა, სადაც ხაჭაპურს აცხობდა, რომელიც მის ვაჟს, ალექსანდრეს ძალიან უყვარს.

წყვილმა ისაუბრა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში.

ლევანი:

სიყვარული, რომელიც შენთვის ახსნადი გახდება ურთიერთობაში, იქ უკვე გახუნება იწყება. ხალხს უკვირს ხანდახან, ჩვენ არ ვჩნდებით ერთად, ფიზიკურად ვერ დავდივართ, კაფესა და რესტორანში დიდი ხანია, ერთად არ ვყოფილვართ. ახსნადი არ უნდა ხდებოდეს ურთიერთობა, მაგრამ უნდა იყოს ის, რაც გიზიდავს…“

მარიამი:

ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გარემოება უნდა დაითმინო, ბევრი რამ უნდა ისწავლო, უნდა იცნობდე ადამიანს, სიყვარულს სჭირდება მოვლა… ეს გარკვეული შრომაა მთელი ამ წლების განმავლობაში, უნდა მოუარო…

ლევანი:

მარიამის მხარდაჭერაზე მინდა ვისაუბრო „ვეფხისტყაოსნის“ პერიოდში. სახლში არ ვიყავი, ფაქტობრივად, არ მეხებოდა არც ბავშვი, არც სახლის პრობლემები, არც ყოფითი საკითხები. ის ორი-სამი კვირა ყველაფერი მარიამმა მოაგვარა. რა ცუდი რამ გააკეთა მან, ვინც ფოტოები გაავრცელა. ყველა ვერ მოდის თეატრში და მხოლოდ ფოტოს ნახულობს. მეც რომ მენახა ეს ფოტო, შეიძლება მეც მეთქვა რამე… შეიძლება, მეფიქრა, რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ მაინც ხმას არ ამოვიღებდი, თუ სპექტაკლი არ მექნებოდა ნანახი. პირველი, რაც მარიამმა გააკეთა, მოვიდა, თინათინის როლის შემსრულებელს ჩაეხუტა და მიულოცა… მოგვილოცა… ყველაზე მთავარი ადამიანი ვინ არის ჩემს ცხოვრებაში? მარიამი. როცა მისგან ვგრძნობ მხარდაჭერას, რაში მაინტერესებს, ვიღაც რას იტყვის. მე მაინტერესებს ჩემი რეჟისორის აზრი, მის გენიოსობაზე აღარ ვისაუბრებ. მაინტერესებს მისი აზრი, ჩემი მეუღლის და მათი, ვინც ნახა სპექტაკლი. ვისაც არ უნახავს, სად გამოვეკიდო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g