დღეს, 12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება აიღებს სტარტს.
დასწრება თავისუფალია.
12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდს შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.
წლევანდელ ზამთრის თასზე შარშანდელი გათამაშების მსგავსად გულშემატკივარს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ხილვა შეეძლება. 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფას, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.
თბილისში „ზამთრის თასის“ გათამაშებაზე დეიან სტანკოვიჩი, ნიკოლა ამორუზო, კრისტიან კივუ, მაურიციო განცი, ჟოან კაპდევილა და სხვა ვარსკვლავები ითამაშებენ.
14 იანვარს, 19:00 საათიდან ფინალური შეხვედრები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.