ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მამის, ცნობილი მომღერლის, გიო ხუციშვილის გარეშე ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ტკივილს დრო ვერაფერს უშველის.
ზუკა ხუციშვილი:
„დრო რომ ყველაფერს კურნავს, ამის დიდად ვერ დავიჯერე. ის ტკივილი, რასაც გიოს გარეშე ცხოვრება ჰქვია, არ იკურნება, უბრალოდ, სწავლობ ცხოვრებას ამ ტკივილთან ერთად. მამის ქება ჩემი მხრიდან. ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ რაც უფრო დიდი ადამიანი მიდის ამ ცხოვრებიდან, მით უფრო დიდი სიცარიელეს ტოვებს, რომელიც არაფრით შეივსება.
გიოს წასვლას ოდესმე შევეგუები-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, ეს ტკივილი უფრო და უფრო ღვივდება. რაც უფრო წინ მივდივარ ცხოვრებაში, უფრო მეტად მჭირდება გიოს გვერდში დგომა. ერთხელ თვითონ მითხრა, ადამიანი ცხოველია, ყველაფერს ეჩვევაო, მართალიც თქვა, ყველანაირ ტკივილს ვეჩვევით“.