LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი დაძაბულობის ფონზე პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან

52
210512132815-tony-blinken-sergey-lavrov-split-exlarge-169

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 19 მაისს ისლანდიაში პირველ შეხვედრას გამართავენ. აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეხვედრა რეიკიავიკში მიმდინარე არქტიკის საბჭოს დროს გაიმართება, რათა ივნისში, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გასამართი შესაძლო სამიტისთვის მოემზადონ.

“თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს” – ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს სავარაუდოდ ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა, არქტიკასთან მიმართებით პოზიციების გასამყარებლად მიმდინარე მანევრები, რუსეთის მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან მოპყრობა, რუსეთის “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გაზსადენის პროექტი და აშშ-ის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები რუსეთის მიერ წარმოებული კიბერთავდასხმების და დასავლეთის საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ.

„ვამჯობინებდით რუსეთთან უფრო სტაბილური და წინასწარ განსაზღვრული ურთიერთობა გვქონდეს“ – განაცხადა ბლინკენმა 18 მაისს.

magti 5g