LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს” – ენტონი ბლინკენი

64
joe-biden-tony-blinken-rt-jt-210129-1611946300467-hpMain-16x9-1600

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

„თუკი რუსეთი იმოქმედებს უგუნურად და აგრესიულად, როგორც იმოქმედა SolarWinds-ის კიბერთავდასხმის დროს, როგორც იმოქმედა ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და როგორც იმოქმედა ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით, ჩვენ ვუპასუხებთ,“ – აღნიშნა ბლინკენმა BBC- სთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

ბლინკენი შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრი კულებასთან გამართავს. მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ისაუბრებენ.

მოგვიანებით ბლინკენი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ცნობისათვის, მანამდე ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„დიდი შვიდეული“ – “ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g