LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეული“ – “ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება”

68
G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ყველა პარტნიორს, რომლებიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ.

“ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება,” – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, როგორც სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებითი საფუძვლის, პატივისცემის მნიშვნელობას.

ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g