LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტი, რომ შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ გაუსაძლის მოცემულობაზე, აპრიორი ამართლებს პროგრამის მნიშვნელობას: წილოსანი

89
394259827

ის ფაქტი, რომ ეს იყო ლეგალური დასაქმება და ამ ადამიანებს შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთი დასაქმების პირობებზე და იმ გაუსაძლის მოცემულობაზე, რომელშიც იყვნენ, აპრიორი ამართლებს ამ პროგრამის მნიშვნელობას, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  ნინო წილოსანი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საუბარია ლეგალურად დასაქმების პროგრამით მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფზე, რომლის წევრებიც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ.

წილოსანის თქმით, დასაქმების სააგენტომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა, ძირითადი პრობლემა მოგვარებულია და ამ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მიეცემა.

“ბევრ სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მოქალაქეები ვერც კი ამჟღავნებენ და საუბრობენ დასაქმების მძიმე პირობებზე. კონტრაქტის ფარგლებში დამსაქმებელს დაეკისრება სათანადო პასუხისმგებლობა და დასაქმების სააგენტომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. დღეს ძირითადი პრობლემა მოგვარებულია და აუცილებლად მიეცემა მას რეაგირება, ასევე პრევენციულად იქნება გადამოწმებული, რომ ჩვენი სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ პროგრამით წავიდნენ არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ყველასთვის ასოცირდება მშრომელების უფლებების დაცვასთან და ღირსეულ დასაქმების პირობებთან, იქაც შეიძლება მსგავსი ფაქტები აღმოჩნდეს და მთავარია რეაგირება გაკეთდეს.

იცოდნენ თუ არა გერმანიაში სეზონურად დასაქმებულებმა რაზე აწერდნენ ხელს - პეტრიაშვილი განმარტავს

"გერმანიის პროფკავშირებისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ის კადრები, რაც გადაუგზავნეს"

შეიძლება კარგად ჟღერდეს, რომ „რატომ უნდა იყოს იძულებული საქართველოს მოქალაქე წავიდეს მიგრაციით სხვა ქვეყანაში“, თუნდაც ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყანაში, ისეთი როგორიც გერმანიაა, ამაზე გულისწყრომა შესაძლოა სასიამოვნო მოსასმენი იყოს, თუმცა არა გონივრული. მთელს ევროპაში ძალიან ინტენსიურია სამუშაო მიგრაცია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გადადიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უკეთესი ანაზღაურების და დასაქმების პირობებია. ამაში არაღირსეული არაფერი არ არის და თუ ეს მათ ყოფით პირობებს გააუმჯობესებს და შემოსავალს გაზრდის, რა თქმა უნდა კარგია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი – ელჩი საქართველოს მოქალაქეების საკითხს ეხმაურება

გერმანიაში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g