LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა

88
Untitled design (3)

პალესტინა-ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.

ცოტა ხნის წინ, არაბული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრომ განახლებული მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 11 დღის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, ღაზას სექტორში 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 65 ბავშვია.

კონფლიქტის დროს 1 710 ადამიანი დაშავდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის შესაძლოა პარასკევს შედგეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში მოკლული 160 პირი ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო, მათი უმრავლესობა “ჰამასის” წევრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ “ისლამური ჯიჰადის” წევრებიც.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო შესაძლოა საკუთარი მსხვერპლის შესახებ არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებდეს, რადგან არ სურდეს, გამოააშკარავდეს მათს ტერიტორიაზე ტერორისტული ოპერატორების რაოდენობა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო მსხვერპლის დიდი ნაწილი, ძირითადად, ღაზას სექტორიდან შეცდომით გაშვებულმა რაკეტებმა გამოიწვია.

ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ღაზაში, ერთი ოჯახის რვა წევრი დაიღუპა, როდესაც ანკლავიდან გასროლილმა რაკეტამ საზღვარი ვერ გადაკვეთა და ქალაქ ბეით ჰანუნში სახლს მოხვდა.

ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

 

magti 5g