ლაშის საჯარო სკოლაში დღეს ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ექვსი წელია რაც კლასში მარტო ვარ. ჩვენს სკოლაში იმდენად მეგობრული გარემოა, რომ არასდროს მიგრძვნია კლასელის დანაკლისი. გაკვეთილები ჩვეულ სტილში მიტარდებოდა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ სასიამოვნო გარემოს შექმნას, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო.
დასვენებებზე მთელ დროს სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვატარებდი, რომლებიც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. სწორედ მათ მომიწყვეს დღეს ისეთი ბოლო ზარი, რომ ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და გული მწყდება აქედან რომ მივდივარ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.