LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ნიჟარაძე: „რეკორდი მაქვს მოხსნილი – 800-მდე ქორწილში ვარ ნათამადევი…“

277
nijaradzenews

მსახიობი ზურა ნიჟარაძე, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალების“ საშუალებით გაიცნო ფართოდ, ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, 800 ქორწილის თამადა ყოფილა.

კითხვას, თამადობაში ფული თუ აუღია, ასე პასუხობს:

ზურა ნიჟარაძე:

„კი, როგორ არა, ბევრჯერ ამიღია. არ არის რთული უცხო სუფრაზე თამადობა. როცა დაპატიჟებული თამადა ხარ, პროფესიონალი ხარ და თავისთავად იცი, როგორ გაუძღვე სუფრას. სამშობლო ერთი გვაქვს, სიყვარული და მეგობრობა ყველას შეგვიძლია, ხელოვნება ყველას გვიყვარს, ბებიისა და ბაბუის დახასიათებას, კიდევ, რა უნდა…

ამბობენ, კარგი თამადა ხარო. ფაქტობრივად, რეკორდი მაქვს მოხსნილი – 800-მდე ქორწილში ვარ ნათამადევი. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა შაბათ-კვირა წაშლილი იყო, სულ სუფრის თავში ვიჯექი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g