LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავწყვიტე, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობა აღარ მივიღო მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში: ნაზი ჯანეზაშვილი

50
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღეიდან უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა.

ჯანეზაშვილის განმარტებით, პროტესტის ნიშნად მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს პროცესი „საქართველოსთვის საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას“.

როგორც ჯანეზაშვილი Facebook-ზე წერს, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. ამაზე მიუთითებს ის, რომ დღესაც გრძელდება შერჩევის პროცესი.

„მნიშვნლოვანი გარემოება, რამაც კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დააჩქარა არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ზედიზედ ოთხმა კანდიდატმა უკან გაიტანა განაცხადი. აღნიშნული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ კანდიდატურები მოხსნეს, რაც ვფიქრობ, რომ უცნაური შემთხვევაა. ამით გზა გაეხსნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უფრო მოკლე ვადაში გადასულიყო დარჩენილი 38 კანდიდატის (რომლებთანაც გასაუბრება უკვე ჩატარებულია) წერილობით შეფასების ეტაპზე.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც განაცხადი უკან გაიტანეს ესენი არიან:

  • მოსამართლე გოგოლაური თათია
  • ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტი და ყოფილი პროკურორი უბილავა გიზო
  • სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი, ფოლადიშვილი ლეილა
  • მოსამართლე ჭიჭილეიშვილი ნანა

ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის შეჩერების შესახებ, არამედ ფორსირებულად გრძელდება ეს პროცესი.

აქვე მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ ​მოსამართლეობის კანდიდატებთან.

ამიტომ მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატირების შერჩევის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი 20-30 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში იქნებიან ე.წ. ჩინჩალაძის კლანის მიერ შერჩეული მოსამართლეები“, – წერს ჯანეზაშვილი.

magti 5g