LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა – სასამართლოს გუშაგი

148
მოსამართლეები

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ცნობით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. 

აღსანიშნავია, რომ 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. 

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია: 

1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  
2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე  
3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
9. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  
10. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
11. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
13. ეკატერინე ობოლაძე  – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
14. სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
16. ფოლადიშვილი ლიეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – 
17. ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
18. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
19. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  
20. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე –  
21. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე“- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოპულარულები