LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატეგორიულად ვემიჯნებით სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

143
ნაციონალური მოძრაობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტია სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას კატეგორიულად ემიჯნება.

„ხელისუფლებასთან გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია“ – ბაჩუკი ქარდავას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც „დანაშაულებრივი სასამართლო კლანის“ გავლენის განმტკიცებას მხარი დაუჭირეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია.

არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტოვებენ

დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამაც დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები