LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: „არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს, პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს“

146
ნიკა მელია

რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერას, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება.

„ძალიან სამარცხვინოა“ – ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

ნიკა მელიას შეფასებით, „არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს“.

მან ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებას „უპასუხისმგებლო და უპრინციპო“ უწოდა:

„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ.

როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცე-სპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია, მოქმედების ყველა ზღვარი იშლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.

„ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა“ – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე 

იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა.. ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო – ჰერმან საბო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები