კომპანია Toyota–მ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო–რგოლი, სადაც ახალი თაობის Prius–ის წარდგენა სცადა. მოდელის პრემიერა 2021 წლის 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.
თიზერში ნაჩვენებია ახალი Prius–ის ფარები და საბარგულის კარზე Toyota–ს შავი ლოგოტიპი. ასევე შესაძლებელია უკანა ხედვის კამერის შეთვალიერებაც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი Prius წინამორბედის პლატფორმასა და ჰიბრიდის აგრეგატს შეინარჩუნებს. ამასთან, გამოყენებული იქნება ბევრად უფრო ეკონომიური შიდა წვის ძრავი, ელემენტის გამძლეობა კი გაიზრდება. ასეთ მონაცემებს პორტალი BestCarWeb ავრცელებს, თუმცა ოფიციალური მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.
აქტუალური Prius 1,8 ლიტრის ბენზინის ძრავითაა დაკომპლექტებული და აგრეგატი 98 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იქვეა ელექტროძრავიც, თავისი 72 ცხენის ძალით.
There’s something bold and mysterious in the darkness… stay tuned. ?? #WorldGothDay #LetsGoPlaces pic.twitter.com/iyZ3I7o3sA
— Toyota USA (@Toyota) May 22, 2021