NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.
კვლევის თანახმად, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 24% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას; კითხვაზე “არ ვიცი” 15%-მა უპასუიხა, უარი პასუხზე 13%-მა განაცხადა; „ნაციონალური მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა; „ევროპულ საქართველოს“ – 3%; სხვა პარტიას – 7%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.