დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ გონიერებითა და ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გამთლიანება.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული გზა გამოიარა ქვეყანამ და რამდენი გამოწვევა იყო. ძალიან რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შედეგ დაბრუნებისთვის.
მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დავკარგეთ.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე იხილეთ:
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა