LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად, კახა კალაძე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად – ფოტოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებიდან

189
26 მაისი

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

26 მაისის ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.

ვიდეო: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქეთევან ქემოკლიძის, ნინო მაჩაიძისა და იანო ალიბეგაშვილის შესრულებით

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

თბილისის მერი კახა კალაძე ღონისძიებაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა. ანუკი არეშიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ყოველთვის კლასიკურ სტილს ირჩევს. ამჯერად მან არჩევანი დიდი ზომის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა, რომელიც მუქი ფერის სათვალესა და თეთრ პერანგს მოუხდინა. 

განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მისი მეუღლე ანუკი არეშიძე, მან პასტელური ფერის კოსტიუმი მოირგო.

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

ღონისძიებას შვილებთან ერთად დაესწრო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და სხვა სასულიერო პირები. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

შიო III: ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, თითქოს ის ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა – თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ეს არის აკეთო ის, რაც მართებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g