მას შემდეგ, რაც “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია 26 მაისს, მოსკოვში, ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შესახებ, ქართველ პოლიტიკოსებს მედიასაშუალებებთან შეხვედრის შეფასება უწევთ.
“ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით “საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას”.
ხოლო კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ლევან ვასაძის პარტია საარჩევნო სიიდან ჩაიხსნას, კობახიძე არ პასუხობს.
შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც, ქართველი ბიზნესმენი და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებლი ლევან ვასაძე და “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერი, ალექსანდერ დუგინი 26 მაისს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ.