LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთადერთი ვიყავი, როცა დამინახავდა, ორივე ხელს სწევდა” – ლევან რატიანი იხსენებს, როგორი პაციენტი იყო კახი კავსაძე

628
BeFunky-collage

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა “იმედის” ეთერში, გადაცემაში “ნოესთან” ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი პაციენტი იყო ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე.

ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ მსახიობი ყველას დადებითად მუხტავდა, თავად ექიმის მიმართ კი დიდ სითბოს გამოხატავდა.

„როგორც ყველასთვის, ასევე ბატონი კახისთვის არ დავიშურეთ ძალისხმევა, რომ გადარჩენილიყო და პირველ ეტაპზე გადარჩა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ბატონი კახი კოვიდდამარცხებული გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ იცით, რომ მას ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ქრონიკული დაავადებების გამო სამწუხაროდ დგება მომენტი, როდესაც ორგანიზმი იფიტება და მას ბრძოლის უნარი არ გააჩნია.

როდესაც ენერგიაზე იყო, ყველას მუხტავდა. ერთადერთი ვიყავი, როცა დამინახავდა, ორივე ხელს სწევდა, მერე, როდესაც გამოიფიტა მე მივიდოდი თუ სხვა მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ იყო პერიოდი, როცა სხვების მიმართ აგრესიული იყო, ჩემ მიმართ ძალიან დიდ სითბოს გამოხატავდა. ძალიან გული დაგვწყვიტა, იმიტომ რომ ლეგენდარული მსახიობი ყო და სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდ პატივს ვცემდი. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ბატონ კახის ყველამ პატივი უნდა სცეს. ის ძალიან ღირსეული პიროვნება იყო და თავის სიტყვას პატივს სცემდა“, – ამბობს რატიანი.

“ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა” – ლევან რატიანი შატილის ტრაგედიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები