LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა” – ლევან რატიანი შატილის ტრაგედიაზე

449
kjjkjkjk

ლევან რატიანმა “ნოესთან” გადაცემაში გაიხსენა, თუ როგორ მიიღო შატილის ტრაგედიის დროს დაშავებულები.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ როცა სამივე დაშავებული, რომლებსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდათ, გადაარჩინა უბედნიერესი იყო.

„როდესაც საგანგებომ დამირეკა და მითხრა, რომ სამი კრიტიკული პაციენტი ჰყავს და თუ მიიღებთო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია სამი კრიტიკული პაციენტის ერთდროულად მიღება. პირველად არა ვუთხარი: „ერთს მივიღებ, დანარჩენები სხვა კლინიკაში წაიყვანეთ“. მაგრამ იმწამსვე გადავრეკე, რომ სამივე მოეყვანათ. როგორც კი ეგ სიტყვები ვუთხარი, მე თვითონ კლინიკაში წავედი. ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, სანამ კლინიკაში მივიდოდი, რომ სამივე უნდა გადარჩენილიყო და ჩემმა რწმენამ გაამართლა. სამივე გადარჩა და დღეს სამივე ცოცხალია. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საოცარი ბედნიერება, როდესაც იმ უბედურების შედეგად, რაც ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა მათგანმა განიცადა, რაც შატილის ტრაგედიას მოჰყვა, სამი ახალგაზრდა თავის ფეხზე რომ გავიდა ჩემი კლინიკიდან“, – განაცხადა რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები