ზუგდიდში გარევაჭრობა იკრძალება. გარემოვაჭრეებმა ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ მერიისგან ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს.
მოვაჭრეთა ნაწილი შეთავაზებით კმაყოფილია, ნაწილი კი აცხადებს, რომ მათი სავაჭრო საქონლის ღირებულება შემოთავაზებული ფართის ღირებულებას აღემატება.
ზუგდიდის მერის ინფორმაციით, 80 მოვაჭრის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.